LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინელებმა ხერსონის ოლქში ოკუპანტების საბრძოლო მასალის საცავი და 19 ოკუპანტი გაანადგურეს

81
ტანკი

ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში 19 რუსი დამპყრობელი და ოკუპანტების საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს.

მათივე ცნობით, ხერსონის ოლქის ბერისლავსკის რაიონში განადგურდა ოთხი ერთეული ჯავშანტექნიკა და საბრძოლო მასალის საცავი.

ცნობილია ისიც, რომ ოკუპანტების დასაყრდენ პუნქტ ანდრეევკას მახლობლად, მტრის ძალებსა და აღჭურვილობას ბრუსკინსკოესთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ავიაციამ ორი დარტყმა მიაყენა.