LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინელებმა რუსების კუთვნილი ხუთი „კამიკაძე“ დრონი, ორი სამეთაურო პუნქტი და საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს

55
უკრაინელი სამხედროები

უკრაინული მედია ოპერატიულ სარდლობა „სამხრეთზე“ დაყრდნობით წერს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსების კუთვნილი ხუთი „კამიკაძე“ დრონი, ორი სამეთაურო პუნქტი და საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს.

„საჰაერო თავდაცვის ძალებმა „კამიკაძე“ დრონები მიკოლაივის ოლქის ნიკოლაევსკის და ბაშტანსკის რაიონებში გაანადგურეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ მოწინააღმდეგეს 13 დარტყმა მიაყენა, სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა კი დაახლოებით 280 საცეცხლე ამოცანა შეასრულეს, რის შედეგადაც ბერისლავსა და ნოვა-კახოვკაში ორი სამეთაურო პუნქტი, ხერსონისა და კახოვკის რაიონებში მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალა და ტექნიკა, ბერისლავის რაიონში კი საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები