LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინელი ექსპერტები ჩაძირულ “რუსულ სიამაყეში” ექსპედიციას გეგმავენ – კრეისერი “მოსკოვი” ახლა უკრაინას ეკუთვნის

78
Untitled design (1)

ჩაძირული რუსული კრეისერი “მოსკოვი” ახლა უკრაინას ეკუთვნის.

როგორც “უნიანი” წერს, ყველა საერთაშორისო კონვენციის თანახმად, გემი ხდება იმ ქვეყნის საკუთრება, რომლის წყლებშიც ის ჩაიძირა, რუსული ფლოტის ფლაგმანი კი უკრაინის სანაპიროდან მხოლოდ 50 მილის დაშორებით მოხვდა.

უკრაინული მედიასაშუალებების ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ კრეისერის ფსკერზე შესწავლა გადაწყვიტა და ექსპერტები უკვე გეგმავენ ექსპედიციას ჩაძირულ “რუსულ სიამაყეში”.

ამიერიდან გემის სახელწოდებაც იცვლება და მას არა “მოსკოვს”, არამედ უკრაინის წყალქვეშა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს უწოდებენ.

უკრაინელმა მედიასაშუალებებმა ისიც გაარკვიეს, თუ რომელი დეპარტამენტის საკუთრებაში გადავა გემი – ჟურნალისტების ინფორმაციით, 15 აპრილიდან “მოსკოვი” უკრაინის ცენტრალურ საზღვაო მუზეუმს ეკუთვნის, რომელსაც სერგეი ვორონოვი ხელმძღვანელობს.

ვორონოვმა აღნიშნა, რომ ახლა კრეისერი წყალქვეშა კულტურული მემკვიდრეობის No2064 ობიექტია.

შეგახსენებთ, გემის ჩაძირვის შესახებ უკრაინული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია გემის ბორტზე ტყვია-წამლის აფეთქებაზე, რამაც ხანძარი გამოიწვია.

ამის შემდეგ აღნიშნეს, რომ ეკიპაჟი, რომლის რაოდენობაც 500-ს აღემატებოდა, სხვა გემებზე იყო ევაკუირებული.

15 აპრილს კი რუსეთის თავდაცვის უწყებამ ოფიციალურად დაადასტურა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კრეისერ “მოსკვას” ჩაძირვა.

ორი დღის წინ კი რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა კრეისერის ჩაძირვის კადრების სანდოობაში ეჭვი შეიტანა და განაცხადა: კადრები ნამდვილად ვნახეთ, მაგრამ ვერ ვიტყვით, რამდენად ავთენტურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები