მედიასაშუალებებში კრეისერი “მოსკოვის” ჩაძირვის ამსახველი ფოტოების გავრცელების შემდეგ, ოფიციალურ მოსკოვს რამდენჯერმე მოუწია სხვადასხვაგვარი განცხადების გაკეთება.
შავ ზღვაში იწვის რუსული კრეისერი „მოსკოვი“, რომელსაც „ნეპტუნის“ ორი რაკეტა მოხვდა
მას შემდეგ, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გემის ჩაძირვა საბოლოოდ დაადასტურა, გუშინ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, კრეისერის ჩაძირვის კადრების ავთენტურობაში ეჭვი შეიტანა:
“ჩვენ ნამდვილად ვნახეთ კადრები, მაგრამ ვერ ვიტყვით, რამდენად ავთენტური და ჭეშმარიტია ეს”, – თქვა პესკოვმა.
თავდაპირველად რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია გემის ბორტზე ტყვია-წამლის აფეთქების შესახებ, რამაც ხანძარი გამოიწვია.
ამის შემდეგ აღნიშნეს, რომ ეკიპაჟი, რომლის რაოდენობაც 500-ს აღემატებოდა, სხვა გემებზე იყო ევაკუირებული.
15 აპრილს კი რუსეთის თავდაცვის უწყებამ ოფიციალურად დაადასტურა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კრეისერ “მოსკვას” ჩაძირვა.