LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინიდან პოლონეთში საქართველოს მოქალაქეების გასაყვანად სპეცრეისები დაინიშნა

98
Ukrainian refugees walk along vehicles lining-up to cross the border from Ukraine into Moldova, at Mayaky-Udobne crossing border point near Mayaky-Udobne, Ukraine, Saturday, Feb. 26, 2022. The U.N. refugee agency says nearly 120,000 people have so far fled Ukraine into neighboring countries in the wake of the Russian invasion. The number was going up fast as Ukrainians grabbed their belongings and rushed to escape from a deadly Russian onslaught. (AP Photo/Sergei Grits)

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.

„შეგახსენებთ, რომ უკრაინიდან პოლონეთის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გაყვანის მიზნით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინირებით, დაინიშნა ავტობუსის სპეციალური რეისები ქ. ლვოვიდან.

ავტობუსები ლვოვი-ვარშავის მიმართულებით დამატებით გავა 23 მარტს უკრაინის დროით 09:00 საათზე.

მისამართი: ლვოვი, უნივერსიტეცკაია N1, ივანო ფრანკოს პარკი, ლვოვის ნაციონალური უნივერსიტეტის მხრიდან.

ავტობუსები გათვლილია 50 ადამიანზე, მოსახლეობის მშვიდობიანი ევაკუაციის მიზნით, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, შემდეგ ნომრებზე: +380 (63) 376 77 68; +380 (63) 376 73 64“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

​საგარეო უწყების ცნობით, უკრაინაში განვითარებულ საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს დიპლომატიური მისიები კიევში, ოდესაში და ლვოვში განაგრძობენ საგანგებო, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას და ქმედით დახმარებას უწევენ საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიის დატოვებისა და ჰუმანიტარული კუთხით.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით: ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები