LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის ცა ღიაა, ხელისუფლებას არ მიუღია რაიმე გადაწყვეტილება საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ – უკრაინის პრეზიდენტის აპარატი

111
ukrainis-prezidenti-69440

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, უკრაინის ცა ღიაა, ხელისუფლებას არ მიუღია რაიმე გადაწყვეტილება საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ.

ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილ ტიმოშენკომ Facebook-ზე დაწერა.

“უკრაინა მზადაა მხარი დაუჭიროს ავიაკომპანიებს, უახლოეს მომავალში იქნება ინიცირებული მთავრობის გადაწყვეტილებები. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას.

ჩვენ ვიყენებთ ფაქტებს და არა ვარაუდებს – ავიაკომპანიების უმეტესობა აგრძელებს მუშაობას შეზღუდვების გარეშე”, – აღნიშნა ტიმოშენკომ.

ვლადიმერ ზელენსკი – გვესმის ყველა რისკი და მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის – დღეს ჩვენი ყველაზე დიდი მტერი პანიკაა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები