LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში დონბასში რუსი ოკუპანტების რვა შეტევის მოგერიება შეძლეს

141
Capture

რუსეთის არმიის მთავარი სამიზნე კვლავ ლუგანსკის ოლქის დასახლებებია, რომელთა დაკავებასაც ის უშედეგოდ ცდილობს. სამხედროების ინფორმაციით, ბოლო 24 საათში მათ შეძლეს დონბასში რუსი ოკუპანტების რვა შეტევის მოგერიება. განადგურებულია ოთხი ტანკი, ექვსი ჯავშანტრანსპორტიორი, ოთხი საბრძოლო მანქანა და ერთი საარტილერიო სისტემა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში აცხადებენ.

მათივე ცნობით. ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქებში რუსული ძალები გამაგრებას ცდილობენ, ავსებენ საწვავის მარაგს და უპილოტო საფრენი აპარატებით დაზვერვას ატარებენ.

ამავე დროს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ რუსეთი აგრძელებს სარაკეტო და საავიაციო დარტყმებს უკრაინის დასახლებული პუნქტების ინფრასტრუქტურაზე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით აფეთქებები იყო კიევის ოლქში. შედეგად, ათასობით აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი. აფეთქებების ხმა ისმოდა ხარკოვსა და ხერსონშიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g