LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის ომბუდსმენი: საქართველოში შემოსვლისას საზღვარზე დამაყოვნეს და მეკითხებოდნენ, რისთვის ჩამოვედი – მხოლოდ ჩემი მხრიდან გარკვეული ზარებისა და მუქარის შემდეგ შემომიშვეს

62
ლუდმილა დენისოვა - იპნ-ს ფოტო

უკრაინის ომბუდსმენის ლუდმილა დენისოვას განცხადებით, ის საქართველოში შემოსვლისას საზღვარზე 40 წუთის განმავლობაში დააყოვნეს და მხოლოდ მისი მხრიდან განხორციელებული გარკვეული ზარებისა და მუქარის შემდეგ შემოუშვეს საქართველოში.

ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა, რუსთავის ციხესთან, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ისაუბრა და თქვა, რომ  ამ დრომდე მისი დაყოვნების საკითხზე არ უსაუბრია, რადგან იყო საფრთხე იმისა, რომ მას საპატიმროში არ შეუშვებდნენ.

„გუშინ არ შემოუშვეს უკრაინელი ადვოკატი. მე უნდა ვთქვა, უბრალოდ ეს არ მითქვამს გუშინ და დღეს დილითაც არ ვთქვი, რომ იქნებ სააკაშვილთან ციხეში არ შევეშვი – გუშინ 40 წუთის განმავლობაში მე მეკითხებოდნენ, რისთვის ჩამოვედი საქართველოში. მე დამკითხეს და ასევე, დამაყოვნეს და მხოლოდ ჩემი მხრიდან გარკვეული ზარების განხორციელებისა და მუქარის შემდეგ, შემომიშვეს, ამიტომ, როგორც ჩანს, ყველაფერი ასე მარტივად არ არის,“- განაცხადა ლუდმილა დენისოვამ.

ცნობისთვის, დღეს უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი თბილისში არ შემოუშვეს.

„რაც მოხდა, საერთაშორისო სკანდალი და საქართველოს ხელისუფლების სირცხვილია“- უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი თბილისში არ შემოუშვეს

გარდა ამისა, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა, ევგენ გრუშოვეცმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში არც ის შეუშვეს.

“ქართული სტუმართმოყვარეობა საკუთარ მაგალითზე გამოვცადე” – სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები