უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხერსონის რეგიონში არსებული დასახლებების ოთხი სამხედრო ადმინისტრაცია შექმნა. შესაბამისი ბრძანებულება სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ხერსონის ოლქის სკადოვსკის რაიონის დოლმატოვსკაიას სოფლის სამხედრო ადმინისტრაცია; ხერსონის ოლქის სკადოვსკის რაიონის გოლოპრისტანსკის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია; ხერსონის ოლქის კახოვსკის რაიონის კახოვკას საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია; ხერსონის ოლქის კახოვსკის რაიონის კრესტოვსკის სოფლის სამხედრო ადმინისტრაცია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს, ხერსონის რეგიონალურ სახელმწიფო ადმინისტრაციას სამხედრო ადმინისტრაციების ფორმირება დაევალა.