LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის ქალაქ დნიპროზე მორიგი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა

91
ჯჰგჯჰგ

უკრაინის ქალაქ დნიპროზე მორიგი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. ინფორმაციას უკრაინული მედიასაშუალება „The Kyiv Independent” ავრცელებს.

ხელისუფლება ჯერ არ ასახელებს რა იყო სამიზნე. დნიპროს მერმა ბორის ფილატოვმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ცნობა ავიაიერიშის შესახებ და დასძინა, რომ ის ელოდება ოფიციალურ შეტყობინებას უკრაინის სამხედრო ადმინისტრაციისგან, სანამ დამატებით კომენტარს გააკეთებს.

ცნობისთვის, ცენტრალურ უკრაინაში მდებარე ქალაქ დნიპროში დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები