LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის ქალაქებში საჰაერო განგაშია – რუსები მასიურ სარაკეტო თავდასხმას ახორციელებენ

51
УНИАН

რუსეთის სამხედრო ძალებმა დღეს, 31ოქტომბერს, დილიდან განაახლეს შეტევა უკრაინის ქალაქებზე.ხარკოვის მერის ინფორმაციით, ქალაქში ორი აფეთქება მოხდა. საოკუპაციო ძალებმა კრიტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყეს. თუმცა, კონკრეტული ობიექტები ჯერჯერობით არ სახელდება.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსული ძალები უკრაინაზე მასიურ სარაკეტო შეტევას ახორციელებენ. რუსეთის იერიშის გამო საჰაერო თავდაცვის სისტემა ჩაირთო უკრაინის დედაქალაქ კიევში და კიევის და ვინიცის ოლქებშიც.

განგაშის რუკის მიხედვით, საჰაერო განგაში დროებით ოკუპირებული ყირიმის გარდა, უკრაინის მთელ ტერიტორიაზეა გამოცხადებული.

კიევის მერი ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დარტყმების შედეგად დედაქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის და წყლის გარეშე დარჩა.

მოქალაქეებს საჰაერო თავდასხმის განგაშის დასრულებამდე თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g