ოკუპანტები მარიუპოლში „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე შეიჭრნენ, მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. ინფორმაციას Украинская правда ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, „აზოვსტალში“ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს და უკრაინელ მებრძოლებთან ამ დროისთვის კავშირზე გასვლა ვერ ხერხდება.
როგორც უკრაინული მედია საკუთარ წყაროზე დაყრდობით წერს, „აზოვსტალის“ ქარხნის შტურმი 3 მაისს დაიწყო, ხოლო ქარხანაში შეღწევა რუსმა სამხედროებმა დღეს შეძლეს. მანამდე ქარხანა ინტენსიურად იბომბებოდა.