რუსმა ოკუპანტებმა ვინიცის რაიონი რაკეტებით დაბომბეს – ინფორმაციას უკრაინული მედია რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ბორზოვის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
საჰაერო ძალების სარდლობამ მოგვიანებით განმარტა, რომ დაბომბვა მოხდა დაახლოებით 16:30 საათზე. ოკუპანტებმა რაიონულ ცენტრში სარდლობის ტერიტორიას ცეცხლი გაუხსნეს.
„სულ ოკუპანტებმა ექვსი საკრუიზო რაკეტა გაუშვეს. ზოგიერთი მათგანი ჩამოაგდეს საჰაერო თავდაცვის შენობაში. დანარჩენი მოხვდა რამდენიმე შენობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ინფრასტრუქტურას. ოკუპანტების სარაკეტო დარტყმის შედეგები ზუსტდება,“– ნათქვამია განცხადებაში.
ოკუპანტებს უკრაინის 14 ქალაქის მერი მძევლად ჰყავთ აყვანილი – უკრაინის ვიცე- პრემიერი
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში