LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინული მედია: სააკაშვილს რესტორანში თავს დაესხნენ

175
screenshot-32

30 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილს კიევის რესტორან Fabius-ში თავს დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „სტრანა“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

“უცნობი მამაკაცი მივიდა რესტორნის დარბაზში, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ისვენებდა. ხელნაკეთი დანით ხელში იგი მიუახლოვდა სააკაშვილს და მას დაემუქრა. სააკაშვილის და რესტორნის დაცვამ შეაკავეს თავდამსხმელი და პოლიცია გამოიძახეს. ის არ დაუკავებიათ. მანამ, სანამ პოლიცია მოვიდოდა, ის გაუჩინარდა. ზუსტდება თავდასხმის მოტივაცია,” – უთხრა წყარომ გამოცემას.

“სტრანა” ინციდენტის ამსახველ ვიდეოსაც აქვეყნებს, სადაც ჩანს მამაკაცი, რომელიც ნელა უახლოვდება იმ მაგიდას, სადაც სააკაშვილი ვახშმობს და მასთან ლაპარაკს იწყებს.

 

“სააკაშვილის ერთერთითანმხლები პირი სავარაუდოდ, დაცვა მისი მაგიდისგან გაყვანას ცდილობს. შემდეგ, ორი პირი სავარაუდოდ, რესტორნის დაცვა მიდის და მიშასთან მიახლოვების საშუალება არ მისცეს. გამოცემის ინფორმაციით, უცნობი მამაკაცი განზე გადგა და ერთერთი დაცვა მივიდა მასთან. ამ დროს, სამი სხვა კაცი სააკაშვილის მაგიდას იცავს, ხოლო შემდეგ თავდამსხმელი მიდის. “წასვლისას, ის უახლოვდება სააკაშვილის მაგიდას და რაღაცას ამბობს, ხელით რაღაც ჟესტს აკეთებს. მიშა დგება და რაღაცას პასუხობს. დაუპატიჟებელი სტუმარი მიდის”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g