LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკრაინულმა საცხობმა“ საქართველოში წარმოება გაზარდა

225
118340162_166141638400470_1496932152347390158_n

„საქართველოს ბანკი“ ადგილობრივი წარმოების გაძლიერების მიზნით პროექტების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, „უკრაინულმა საცხობმა“ წარმოება 2,5 ჯერ გაზარდა.

კომპანია ბაზარზე 5 წელია ოპერირებს და მომხმარებელს უკრაინული ტექნოლოგიით დამზადებულ რამდენიმე სახეობის ტრადიციულ პურს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ პროდუქცია არის დიაბეტური და არ შეიცავს დამატებით საღებავებსა და მინარევებს.

„უკრაინული საცხობი“ მომხმარებელს წონის, ფერის და გემოვნური თვისებების მიხედვით, რამდენიმე სახის ტრადიციულ უკრაინულ პურს სთავაზობს. „გვეამაყება, რომ ჩვენი პროდუქცია მხოლოდ ორგანული ნივთიერებების გამოყენებითაა დამზადებული და მოხარული ვართ, რომ ჩვენი პარტნიორის მხარდაჭერით, შესაძლებლობა გვეძლევა, კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ მომხმარებლისთვის აღნიშნული პროდუქცია“, – აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი ავთანდილ ხურცილავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები