უკვე ერთი თვეა აჭარაში კორონავირუსის შემთხვევა არ დადასტურებულა-რეგიონი კვლავ ინარჩუნებს “მწვანე ზონის” სტატუსს.
გასულ ღამეს ლაბორატორიებში 444 პირის ანალიზი გამოიკვლიეს. ყველა ტესტის პასუხი კვლავ უარყოფითი აღმოჩნდა.
ბათუმი ევროპის უსაფრთხო ტურისტული მიმართულებების ტოპ ათეულშია
ამ დრომდე, აჭარაში „კოვიდ-19“-ზე ტესტი 12 900-მდე მოქალაქეს ჩაუტარდა.
კვლევები ისევ გაგრძელდება.
საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება – „ვაშინგტონ პოსტი“