შეიარაღებული მამაკაცი, რომელმაც პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში 15 ადამიანი მოკლა, გასულ კვირას ტყეში ორი ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.
მედიის ცნობით, პრაღის მახლობლად, კლანოვიცკის ტყეში, 32 წლის მამაკაცი და მისი ორი თვის ქალიშვილი მოკლეს.
პრაღაში სროლა იყო, არიან დაღუპულები და დაშავებულები
ასევე გავრცელდა შეიარაღებული მამაკაცის ფოტო, რომელიც შენობის სახურავზე იმყოფებოდა.
ჩეხი სამართალდამცველების ინფორმაციით, 24 წლის დევიდ კოზაკი კარლის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, წარჩინებულად მიიჩნეოდა და კრიმინალური წარსული არ ჰქონია.
ამავე ცნობებით, 24 წლის სტუდენტი იარაღს კანონიერად ფლობდა, უნივერსიტეტზე თავდასხმის დღეს კი, საკუთარი მამა მოკლა.
„ღრმა მწუხარებას ვუცხადებ პრაღაში სროლის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს“ – ილია დარჩიაშვილი
პრაღის პოლიციის ხელმძღვანელის, მარტინ ვონდრასეკის განცხადებით, თავდამსხმელი მძიმედ იყო შეიარაღებული და ფლობდა უამრავ საბრძოლო მასალას.
24 წლის თავდამსხმელი სტუდენტის, დევიდ კოზაკის გარდაცვალება უკვე დადასტურდა. ამ დროისთვის ვარაუდობენ, რომ მან თავი მოიკლა, თუმცა როგორც მედია წერს, გარდაცვალების ზუსტ მიზეზს შემდგომი გამოძიება დაადგენს.
ცნობისთვის, გუშინ, პრაღის ცენტრში იან პალახის მოედანზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. კარლის უნივერსიტეტში შეიარაღებულმა თავდამსხმელმა 15 ადამიანი მოკლა.
ბოლო მონაცემებით, პრაღის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სროლისას ათობით მოქალაქე დაიჭრა. როგორც მედია იუწყება, შემთხვევა ჩეხეთის რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე მასობრივი თავდასხმაა, რომელსაც ყველაზე დიდი მსხვერპლი მოჰყვა.