LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ურდოს მორალური მდგომარეობა ძალიან წამხდარია! ვრცელება ვიდეოები ბუნტების და დაპირისპირებების შესახებ – ამ დღეებში დიდი საერთაშორისო ამბები გვექნება: ბუკა პეტრიაშვილი

74
ბუკა პეტრიაშვილი

„ურდოს მორალური მდგომარეობა ძალიან წამხდარია! ვრცელდება არაერთი ვიდეო ჩმობიკების ბუნტის და სამხედრო ხელმძღვანელებთან დაპირისპირების შესახებ!“, – ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პეტრიაშვილი აღნიშნავს, უმძიმესი ბრძოლების მიუხედავად, უკრაინელი სამხედროები „მაგრად დგანან“ და ქვეყნისთვის ბრძოლად განაგრძობენ.

„#ArmUkraineNow #UkraineIsWinning

#RussiaTerroristState

აბა ორშაბათ დილა მშვიდობისა მეგობრებო! #BუკაDეილიNიუსი #BDN მოგესალმებათ ცხელ ცხელი ამბებით!

ცხადია, ჩვენზე მეტად ხერსონელებს და უკრაინელებს ეჩქარებათ ხერსონის მთელს ოლქში უკრაინის დროშის აღმართვა, მაგრამ ამას დრო სჭირდება! საქმე ისაა, რომ ურდომ გასვლისას დანაღმა, გადამეტების გარეშე, ყველაფერი! ამიტომ ხერსონის ოლქის გაწმენდის პროცესი საკმაოდ აგდებს ჩვენების წინსვლის ტემპებს! თუმცა, იმდენად წინ კი გავიდნენ უკვე ჩვენები, რომ მდინარე დნიპროს მარცხენა სანაპიროს არტილერიით და საზენიტო სისტემებით ბომბავენ! გუშინ მაგალითად ასე იყო სკადოვსკაში! ასე იქნება აწი სულ უფრო და უფტო მეტად!

ზაპოროჟიეში ურდო აძლიერებს მელიტოპოლის ირგვლივ დაცვის ზღუდეებს, ისევე როგორც დონეცკის ოლქში მარიუპოლში!

ურდოს მორალური მდგომარეობა ძალიან წამხდარია! ვრცელდება არაერთი ვიდეო ჩმობიკების ბუნტის და სამხედრო ხელმძღვანელებთან დაპირისპირების შესახებ!

თუმცა, ფაქტია, რომ ჩმობიკებიც, ვაგნერელებიც და სხვა ბრძოლისუნარიანი ძალები ურდომ აღმოსავლეთისკენ გადაისროლა! შესაბამისად გართულდა ვითარება დონეცკის და ლუჰანსკის მიმართულებაზე! ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენები ერთი მტკაველი მიწის დათმობას აპირებს (მაგალითად გუშინ ჩვენებმა აღადგინეს კონტროლი ლუჰანსკის ოლქში არსებულ მნიშვნელოვან დასახლება მაკეევკაზე)! ვუჰლედარისთვის და ბახმუტისთვის უმძიმესი ბრძოლები მიდის, მაგრამ ჩვენები მაგრად დგანან – 80 ათასს გადასცდა კობზონის კონცერტზე დამსწრეთა ოდენობა.

ამ დღეებში დიდი საერთაშორისო ამბები გვექნება! ვნახოთ ინდონეზიაში როგორ ჩაივლის სამიტი (ვირტუალურად მასში ნამდვილად აპირებს მონაწილეობის მიღებას პრეზიდენტი ზელენსკი, ხოლო ურდოს მხრიდან ჩასულია პუტლერის ჯაგლაგა ლავრიკი)!

ასევე ზეგ გაიმართება რამშტაინის ფორმატის მორიგი შეხვედრა, სადაც ქვეყნები იმსჯელებენ უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების შესახებ!

“უკრაინელები ზაფხულისთვის ყირიმს, ხოლო წლის ბოლომდე ომამდელ პოზიციებს დაიბრუნებენ” – ბენ ჰოჯესი

გენერალი ბენ ჰოჯესი ამბობს, იანვრამდე უკრაინა 2022 წლის 24 თებერვლამდე არსებულ ტერიტორიებზე კონტროლს აღადგენსო! ჩვენების მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი ბუდანოვიც +- 2-3 კვირა აქეთ იქით და იგივეს უბნობს!

უკრაინა იმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – პუტლერის ბოროტების იმპერია ჩვენს თვალწინ ნადგურდება!

დიდება უკრაინას!

დიდება გმირებს!

დიდება ერს!

სიკვდილი მტერს!“, – წერს ბუკა პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში.

 

#ArmUkraineNow #UkraineIsWinning

#RussiaTerroristState

აბა ორშაბათ დილა მსვიდობისა მეგობრებო! #BუკაDეილიNიუსი #BDN…

Posted by Buka Petriashvili on Sunday, November 13, 2022

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები