LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები – იუსტიციის საბჭოში მდივანთან გასაუბრების დღეა

171
erui5

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება. დღეს იუსტიციის უმარლესი საბჭოს  წევრთა კითხვებს საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე და სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე ნინო სანდოძე უპასუხებს.

გიორგი მიქაუტაძისთვის მწვავე კითხვების დასმას გეგმავს საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე.  საბჭოს მოსამართლე წევრს, დიმიტრი გვრიტიშვილს კი მიაჩნია, რომ თუკი არარელევანტური კითხვები დაისმება, ამან შესაძლოა, იუსტიციის საბჭოს წევრების პროტესტი გამოიწვიოს.

მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო და საბჭო 50 კანდიდატიდან უკვე 32-ს გაესაუბრა. პროცესის დასრულების შემდეგ კი საბჭო ფარული კენჭისყრით 20 კანდიდატს შეარჩევს და პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნის.