LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვაგნერის” ხელმძღვანელი პუტინს მოუწოდებს ომი დასრულებულად გამოაცხადოს

174
fot (2)

პუტინის მზარეულად ცნობილი ადამიანი და „ვაგნერის“ ლიდერი ევგენი პრიგოჟინი ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს ომი დასრულებულად გამოაცხადოს. ინფორმაციას ამის შესახებ პრიგოჟინის პრესსამსახური ავრცელებს.

„[რუსეთის] ხელისუფლებისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის საჭიროა სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში რამე მსხვილი წერტილის დასმა. იდეალური ვარიანტია – გამოვაცხადოთ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასრულების შესახებ, შევატყობინოთ ყველას იმის შესახებ, რომ რუსეთმა იმ შედეგებს მიაღწია, რომლებსაც გეგმავდა და რაღაც მხრივ მათ მართლა მივაღწიეთ. უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლების უზარმაზარი რაოდენობა „დავფქვით” და საკუთარი თავის წინაშე შეგვიძლია ანგარიში წარვადგინოთ იმის შესახებ, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამოცანა შესრულებულია.

თეორიულად რუსეთმა ეს მსხვილი წერტილი უკვე მიიღო უკრაინის აქტიური მამაკაცების დიდი ნაწილის განადგურებით, მისი სხვა ნაწილის შეშინებით, რომელიც ევროპაში გაიქცა.

რუსეთმა მოჭრა აზოვისა და შავი ზღვის დიდი ნაწილი, დაიპყრო უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილი და შექმნა სახმელეთო დერეფანი ყირიმამდე”, – წერს პრიგოჟინი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები