LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახო სანაია ლვოვიდან: ვერ ნახავთ ადამიანს, რომელიც ომის შემდეგ იყოს დაბეჩავებული, არა! უკრაინელები არ გატყდნენ და ინარჩუნებენ მედგარ სულისკვეთებას

686
11

ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი ვახო სანაია ლვოვში იმყოფება.

ჟურნალისტი საზღვრისპირა ქალაქიდან აშუქებს ადგილზე არსებულ ვითარებას და უკრაინელი მოქალაქეების მდგომარეობაზე საუბრობს.

როგორც ვახო სანაიამ პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს განაცხადა, უკრაინელები გასაოცარ ოპტიმიზმს, ერთიანობას და სულისკვეთებას ინარჩუნებენ და ეს მთელს მსოფლიოში აღფრთოვანებას იწვევს:

“საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, პირველი დიდი ქალაქი, რომელიც გვხვდება ეს არის ლვოვი. დევნილები, პრაქტიკულად ყველა ცხელი წერტილიდან აქ მოდიან და როდესაც უკრაინა-პოლონეთის საზღვარს კვეთენ, შემდეგ აღმოჩნდებიან ლტოლვილები.

ქალები, ბავშვები, ხანდაზმულები, რა თქმა უნდა, არ არიან სახარბიელო მდგომარეობაში, მაგრამ რას აკეთებს ამ დროს უკრაინის ხელისუფლება – ერთი მხრივ ცდილობს, ყველანაირად ხელი შეუწყოს დევნილების ნაკადს, მათ ჰქონდეთ სითბო, საკვები, აქ არის მოწყობილი ბანაკების მსგავსი სივრცე და ვიდრე ისინი საბუთების საკითხებს მოაგვარებენ, აქ ათევენ ღამეს.

ამ ხალხს, მე ვისთანაც შეხება მქონდა – მთელი დღეა მათ ვესაუბრები – გამოარჩევთ კონსოლიდაცია, ოპტიმიზმი, ეს ადამიანები არ გატყდნენ, ომს ახლავს ის, რომ შეიძლება მოსახლეობა ფსიქოლოგიურად გატყდეს, ვერ გაუძლოს, უკრაინაში არაფერი მსგავსი არ შეინიშნება, არიან ძალიან ერთიანები, არიან მედგრად და ეს გაოცებას და აღფრთოვანებას იწვევს მთელს მსოფლიოში. ეს სულისკვეთება აქ, ადგილზე უფრო იგრძნობა.

ვერ ნახავთ ადამიანს, რომელიც ომის შემდეგ იყოს დაბეჩავებული, იმედგაცრუებული, არა! მათი მდგომარეობა რთულია – მატერიალური, ფიზიკური, მაგრამ ისინი ინარჩუნებენ მედგარ სულისკვეთებას”, – აცხადებს ვახო სანაია.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g