LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახო სანაია: “მინდა ამ არარაობებს ვუთხრა, ილოცონ დღე და ღამე, რომ ეს სტრესი ნეგატიურად არ აისახოს ჩვენს შვილზე, თორემ ციხე მათთვის მონაგონი იქნება”

967
BeFunky-collage

ჟურნალისტმა ვახო სანაიამ მასსზე თავდასხმის დეტალებზე “ფორმულას” ეთერში კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავმდამსხმელის მიზანი მისი პროვოცირება იყო. ჟურნალისტი თავდასხმას თავის საქმიანობას უკავაშირებს.

“პოლიტიკური შინაარსის რეპლიკებს ისროდა, რაზეც მე ყურადღებას არ ვამახვილებდი. რამდენჯერმე გამოიყენა სიტყვა – არასწორო. შემდეგ ღია აგრესიაზე წამოვიდა, არ ვიცი, როგორ მოვითმინე, მაგრამ ჩემი პროფესია მავალდებულებს ამას…

უკნიდან მომეპარა, რომ მუშტებით დაერტყა. ამ დროს ის ორი დამესხა თავს. თავზე დაზიანებები მაქვს. მაგრამ, ესეც არ არის ყველაზე მთავარი…ქალს, რომ შეეხები ფიზიკურად, ესეც კარგი, გავწიოთ. მთავარი ამბავი აქ რა იყო – ჩვენი ნალოლიავები ბავშვი, რომელიც წლის და 2 თვის არის, თურქეთიდან ჩამოსული, სადაც სამკურნალოდ იყო, ამ კატასტროფას უყურებდა…

მინდა ამ არარაობებს ვუთხრა, ილოცონ დღე და ღამე, რომ ეს სტრესი ნეგატიურად არ აისახოს ჩვენს შვილზე, თორემ ციხე მათთვის მონაგონი იქნება. რადგან თვალებში ვერ შეხედავან თავიანთ ოჯახის წევრებს”. – განაცხადა ვახო სანაიამ.

ვახო სანაიას მეუღლე: “დაუდასტურდა ტვინის შერყევა, ახლა დამატებით კვლევებზე გადაგვამისამართეს”

“მაგას სახეზე ცემის კვალი არ ეტყობოდა და რანაირად ცემეს” – დაკავებულის მამიდა

ვახო სანაიას თავს 25 თებერვალს, გვიან ღამით დაესხნენ. როგორც სანაია ამბობს, მას თავს დაესხა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სამი ადამიანი.შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარის გამო სამი პირი დააკავა.

გარწმუნებთ, დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს – ირაკლი ღარიბაშვილი ვახო სანაიას თავდასხმაზე

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები