LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახტანგ მეგრელიშვილი: პარლამენტში კარგ და ხარისხიან კანონებს არ ვიღებთ ხოლმე, მაგრამ ასეთი იდიოტობა ჩვენც კი არ გვაქვს მიღებული, როგორიც უკრაინული კანონია

105
7630

საქართველოს პარლამენტში კარგ და ხარისხიან კანონებს არ ვიღებთ ხოლმე, მაგრამ ასეთი იდიოტობა ჩვენც კი არ გვაქვს მიღებული, როგორიც უკრაინული კანონია. რაც ამ კანონში წერია, არაფერ კავშირშია საქართველოსთან და საქართველოს პრობლემატიკასთან, – ამის შესახებ განაცხადა „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

როგორც მეგრელიშვილმა აღნიშნა, საქართველოს პრობლემა არის არა ოლიგარქიზაცია, არამედ სისტემის ერთპიროვნული მმართველობა.

„საქართველოს შემთხვევაში პრობლემა სულ სხვაა და მას შეძლებული ადამიანების პოლიტიკაში მოსვლის შეზღუდვასთან კავშირი არ აქვს. ეს შეიძლება უკრაინის პოლიტიკასთან იყოს კავშირი, მაგრამ ჩვენთან კავშირში არ არის. საქართველოს პრობლემა არის არა ოლიგარქიზაცია, არამედ სისტემის ერთპიროვნული მმართველობა და ერთპიროვნული მმართველის ყოლა. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ინსტიტუციურობასთან დაკავშირებული პრობლემა. ამ ქვეყნის ხელისუფლებაში ხვალ მე რომ მოვიდე, რამდენიმე წელში ჩემს ხელში მოექცევა სრული ძალაუფლება. ჩვენი პრობლემაა ერთპიროვნული მმართველობა“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები