რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი თბილისში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ ეხმაურება.
„ვაკვირდები ძალადობას თბილისში და ვიზიარებ ჩვენი საელჩოს განცხადებას. გადავწყვიტე, გავარკვიო, ვინ დგას ლგბტ საზოგადოებაზე ძალადობის უკან. ამერიკას სჯერა თავისუფლების“, – წერს კინზინგერი.
I have been monitoring the violence in Tbilisi, and stand by our embassy’s statement. I am committed to discovering who was behind the violence on the LGBT community. America believes in freedom. https://t.co/eMyNDYx8J9
— Adam Kinzinger (@RepKinzinger) July 6, 2021
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი ჯგუფები მდუმარე აქციის მონაწილეებს კვერცხებს, ქვებს, რკინის საგნებს, შუშებს და ქვიშით სავსე ბოთლებს შუაღამემდე ესროდნენ. სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა, ლგბტ დროშა გაშალეს და ფერადი კვამლი გაუშვეს.მოგვიანებით, ორივე აქციის მონაწილეები ტერიტორიიდან პოლიციამ გაიყვანა, რუსთაველზე კი საავტომობილო მოძრაობა აღდგა.