LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვამკაცრებთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რათა შევინარჩუნოთ მაქსიმალური წნეხი კრემლზე” – რას მოიცავს ევროკავშირის სანქციათა ახალი პაკეტი

86
tutto-sul-rischio-default-russia-che-putin-potrebbe-decidere-di-usare-anche-come-arma-image

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირი ამკაცრებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რათა შეინარჩუნოს მაქსიმალური ზეწოლა კრემლზე. „სანქციები ახალი პაკეტი მოიცავს ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას. მე ვფიქრობ, რომ ზომების მიღება რუსულ ნავთობსა და გაზზე ადრე თუ გვიან საჭირო იქნება“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ამავე თემაზე ისაუბრა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმაც და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-5 პაკეტთან დაკავშირებით წინადადებები წარადგინა. სანქციები ითვალისწინებს რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას წელიწადში 4 მილიარდი ევროს ოდენობით; რუსეთის ოთხი ძირითადი ბანკის ტრანზაქციების სრულ აკრძალვას; რუსული ხომალადებისთვის ევროკავშირის პორტებზე წვდომის აკრძალვას; რუსეთისა და ბელარუსის ავტოსატრანსპორტო ოპერატორების აკრძალვას; ასევე, ექსპორტის აკრძალვას წელიწადში 10 მილიარდი ევროს ოდენობით კრიტიკულ სფეროებში: ნახევარგამტარები, მანქანათმშენებლობა და ტრანსპორტი. სანქციები ასევე ითვალისწინებს წელიწადში 5,5 მილიარდი ევროს ღირებულების საქონლის იმპორტის აკრძალვას; ევროკავშირის სახელმწიფო შესყიდვებში რუსული კომპანიების მონაწილეობისა და და რუსეთის სახელმწიფო ორგანოების ყოველგვარი ფინანსური მხარდაჭერის აკრძალვას.

“ჩვენ ვმუშაობთ დამატებით სანქციებზე, მათ შორის ნავთობის იმპორტის მიმართაც”, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g