LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინა სამართლიანად გადანაწილდება, მას ყველა მიიღებს: ჯანმოს დირექტორის მოადგილე

84
FORTUNA.GE-

“არ არის საჭირო პანიკა, რადგან თქვენ ვაქცინას მიიღებთ! ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ მსოფლიოს მოსახლეობის ხელმისაწვდომობა ვაქცინებზე.” – კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების არათანაბარ გადანაწილებაზე დღეს ბევრს საუბრობენ, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პირობას დებს, რომ ვაქცინას ყველა მიიღებს.

ეს განცხადება ჯანმო-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ მარიანჯელა სიმაომ ოთხშაბათს, პირდაპირ ეთერში, ფეისბუქპრესკონფერენციის დროს გააკეთა.

მან მედიკამენტების, ვაქცინებისა და ფარმაცევტული პროდუქტების ხელმისაწვდომობაზე საუბრის დროს აღნიშნა, რომ, ამ ეტაპზე, მასშტაბური ვაქცინაცია დაწყებულია 50-მდე ქვეყანაში, რომელთაგან 40-ზე მეტი მდიდარი სახელმწიფოა.

მარიანჯელა სიაო ამბობს, რომ სხვადასხვა ქვეყნის მომარაგებას ვაქცინის პირველი დოზებით, თებერვლის ბოლოსთვის ელიან.

მისივე თქმით, ორგანიზაციამ კოვაქსპლატფორმასთან ერთად, დადო შეთანხმება ვაქცინების შესყიდვისა და განაწილების შესახებ, იმისათვის რომ ხუთი მწარმოებლისგან ვაქცინის ორი მილიარდი დოზა მიიღონ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ პროგრამის მიზანია, წლის ბოლოსთვის, ჯანმო-ს წევრი ქვეყნების მოსახლეობის 20 პროცენტისთვის ხელმისაწვდომი იყოს ვაქცინები. ასევე ვაქცინაციის დაწყება შეძლოს 92-მა საშუალო და მცირე ეკონომიკის მქონე სახელმწიფომაც.

magti 5g