LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინა უილიამ შექსპირმაც გაიკეთა

184
uiliam

დიდი ბრიტანეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც კორონავირუსთან საბრძოლველად ვაქცინაცია დაიწყო.

ცნობილია, რომ ბრიტანეთის წამლების მარეგულირებელმა კომისიამ “ფაიზაერისა” და “ბიოენტეკის” მიერ წარმოებული ვაქცინა დაამტკიცა.

მართალია, ამერიკის მთავარმა ინფექცინისტმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ბრიტანეთმა იჩქარა, მაგრამ სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში აღნიშნულ ვაქცინას აშშ-იც დაამტკიცებენ.

თავდაპირველად ბრიტანეთი ვაქცინის დიდ მარაგს ელოდა, მაგრამ დაპირებულზე ნაკლები მიიღეს და შესაბამისად გეგმების შეცვლა და არჩევანის გაკეთება მოუწიათ.

მათ არჩევანი მოხუცებულთა თავშესაფარში მცხოვრებლებზე გააკეთეს.

პირველი ბრიტანელი, ვინც კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთა, 90 წლის ქალბატონი მარგარეტ ქინენი გახდა.

პირველმა ბრიტანელმა “ფაიზერის” ვაქცინა მიიღო, ის 90 წლის ქალბატონი მარგარეტ ქინენია

პირველ დღეს აცრილთა შორის არის უილიამ შექსპირიც, რომელმაც მსოფლიოს ყურადღება პირველ რიგში სახელითა და გვარით მიიქცია.

გარდა ამისა შეუძლებელია, არ დაგვაფიქროს მისი სახის გამომეტყველებამ, როგორითაც ის ვაქცინაციის დროსაა.

ბრიტანელი მუხუცებულის სახეზე ალბათ ბევრი ამოიკითხავს: კიდევ დიდხანს ვიცოცხლებ?

დიდ ბრიტანეთში დღეიდან ვაქცინაცია იწყება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები