LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინაციიდან დაახლოებით 15-20 წუთში გამოუვლინდა ალერგიული ხასიათის გამონაყარი – ბოკერიას სახელობის კლინიკის ხელმძღვანელი მეორე მედიკოსზე

328
ბოკერიას კლინიკა 33

ბოკერიას სახელობის კლინიკის ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელი შორენა კიწმარიშვილი თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, კიდევ ერთ მედიკოსს ვაქცინაციის შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, უარყოფს.

შორენა კიწმარიშვილი ამბობს, რომ გამოვლინდა ალერგიული რეაქცია. მისი თქმით, მდგომარეობა ანაფილაქსიურ შოკამდე არ მისულა.

მომხდარის დეტალებზე კიწმარიშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„17 რიცხვში აიცრა ჩვენი კოლეგა, რომელსაც ვაქცინაციიდან დაახლოებით 15-20 წუთში გამოუვლინდა ალერგიული ხასიათის გამონაყარი, ჰქონდა რაღაც მოუსვენრობა, შფოთვა, რის გამოც პირველი პროტოკოლის შესაბამისად,  შესაბამისი ღონისძიებები იქნა გატარებული. მდგომარეობა გაუმჯობესდა, თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს და შესაბამისად, გაეწერა ბინაზე.

ანაფილაქსიური შოკი ნამდვილად არ ყოფილა, უბრალოდ, რადგანაც სწრაფად განვითარდა, ეს იყო ალერგიული რეაქცია გამოხატული გამონაყარით და შესაბამისად, გარკვეული უსიამოვნო შეგრძნებით და შფოთვით, ანაფილაქსიამდე არ მისულა მდგომაროება.

პროტოკოლის შესაბამისად იმართა და მდგომარეობა დაახლოებით 2-3 საათში უკვე გაუმჯობესებული იყო, მაგრამ მეთვალყურეობის მიზნით მაინც დავტოვეთ კლინიკაში და დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გავწერეთ,” – ამბობს შორენა კიწმარიშვილი.

მომხდარზე, დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ისაუბრა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები