LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ, ანაფილაქსიის მსგავსი მდგომარეობა, მეგი ბაქრაძის გარდაცვალებამდეც დაფიქსირდა – გამყრელიძე

184
ამირანი

ვაქცინაციის შეჩერება ან შეწყვეტა ყოველთვის ადვილია, მაგრამ რას ვეუბნებით იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად კორონავირუსით გარდაცვალების რისკის ქვეშ არიან, –  განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.

მან ასევე დაადასტურა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ, ანაფილაქსიის მსგავსი მდგომარეობა კიდევ ერთ ადამიანს განუვითარდა

„პერსონალურ ინფორმაციას მე ვერ გეტყვით, მაგრამ გიდასტურებთ, რომ ახალგაზრდა ადამიანს ჰქონდა ალერგიული რეაქცია აცრის შემდეგ.  ერთ-ერთ საავადმყოფოში არის ეს ახალგაზრდა ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა მსგავსი რეაქცია. საავადმყოფომ დასკვნაში დაწერა – ანაფილაქსიური შოკი, მაგრამ საბოლოო დასკვნა უნდა დადოს ვაქცინაციაზე მომუშავე გვერდითი მოქმედების კომიტეტმა. იყო თუ არა იქ ანაფილაქსია. გიდასტურებთ, რომ იყო მწვავე ალერგიული რეაქცია, მაგრამ იყო თუ არა იქ შოკი, ეს დასადასტურებელია. ის ახლა კარგადაა“. – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ექთანი ახალციხიდან თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. 19 მარტს, დღის პირველ ნახევარში ექთანი გარდაიცვალა.

27 წლის მედდა მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა

100 ათას შემთხვევაზე 1 ან 2 გართულება შეიძლება დადგეს, არანაირ სამედიცინო გადაცდომასთან ადგილი არ უნდა გვქონდეს: სერგო ჩიხლაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები