LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაშაძე: ადგეს ახლა გომელაური, დაიცვას პოლიციელის მუნდირი და მოითხოვოს 15-დღიანი პატიმრობა წულუკიანისთვის

171
BeFunky-collage (4)

ადგეს ახლა გომელაური წავიდეს, პოლიციელის მუნდირი დაიცვას და გამოუწეროს 4500 ლარიანი ჯარიმა ან მოითხოვოს სასამართლოში 15 – დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა თეა წულუკიანისთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა წულუკიანის განცხადებას, სადაც ის პოლიციელებს “ვიღაცებად” მოიხსენიებს.

ვაშაძემ ძალადობად შეაფასა გუშინდელი ფაქტი, როცა წულუკიანმა ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა.

“ფაქტი არის ამაზრზენი, ამორალური და ყოველგვარ ნორმას და პრინციპს გადასული. კითხვაზე პასუხი რომ არ აქვს, გადადის აგრესიულ ქმედებაზე, ამას აკეთებს “ოცნების” ყველა პარლამენტარიც.

დღეს ჯარიმებზე გვქონდა საუბარი, მოქალაქეებს ვისაც პროტესტის გამოხატვა უნდა 4500 ლარამდე გაუზარდა ჯარიმა „ქართულმა ოცნებამ“, ხოლო თვითონ პირდაპირ ეთერში ძალადობენ ჟურნალისტებზე და ამბობენ, პოლიციელის მუნდირზე ვზრუნავთო, როცა ჯარიმას ზრდიან. 4500- ლარიანი ჯარიმა პროტესტში მონაწილეებს, თვითონ კი ასე საჯაროდ პირდაპირ ძალადობენ საქართველოს მოქალაქეებზე”, – განაცხადა ვაშაძემ.

ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, მთავარი არხის ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა და აცხადებს, რომ არ დააბრუნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები