LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაშაძე: ოპოზიცია სწორი ცხოვრებით ვცხოვრობთ და თვალთვალმა ვერ გამოავლინა ჩვენში უკეთური

54
ლკლკლკ

“მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვისაც გაშინებენ, გატერორებენ, გიყენებენ, გაფუჭებენ – მოდით და აღიარეთ, დაგველაპარაკეთ და ჩვენ დაგეხმარებით თქვენი სახელისა და რეპუტაციის გადარჩენაში,” – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ის „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა.

როგორც ვაშაძემ განაცხადა, ის დაეხმარება იმ ადამიანებს, ვინც შანტაჟის მსხვერპლია.

„ჩვენ დაგეხმარებით, რომ ის დამნაშავეები, სუს-ის თუ სხვადასხვა უწყების მაღალჩინოსნები, რომლებმაც დაგაშინეს, თქვენ წინააღმდეგ მართლსაწინააღმდეგო ქმედება ინტრიგის და შანტაჟით ჩაიდინეს, ყველას ერთად ვაზღვევინოთ პასუხი.

მე მსხვერპლი არ ვარ, ჩემზეც იყო ბევრი რამ, მაგრამ ერთი რამ გამოჩნდა, რომ ჩვენ, პოლიტიკური ოპოზიცია სწორი ცხოვრებით ვცხოვრობთ, კეთილსინდისიერად ვცხოვრობთ და მათმა თვალთვალმა ვერ გამოავლინა უკეთური ჩვენში. ამან დაამტკიცა, რომ ჩვენ მხარეს არის სიმართლე.

ჩვენ ვნახეთ, რომ „ქართული ოცნების“ „კაგებე“აფუჭებს ახალგაზრდა ადამიანებს, ვნახეთ როგორ „ავერბოვკებს“, აშინებს და სხვადასხვა შანტაჟით ახდენს მათ ჩანერგვას პოლიტიკურ ოპოზიციასა და ოპონენტებში. ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 90% ყოველდღიურად საჭმელს ვერ ყიდულობს. ქვეყანაში, საიდანაც გარბიან ემიგრაციაში ჩვენი თანამოქალაქეები, რადგან ლუკმაპურს ვერ შოულობენ აქ, საქართველოში. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონი იხარჯება კანონსაწინააღმდეგო, მართლსაწინააღმდეგო ქმედებაზე – კონტროლზე, ადამიანების გაფუჭებაზე და მათ მთელ ცხოვრებას უსპობენ ეს ვერაგი დამნაშავეები, სახელმწიფოს მტრები, რომლებიც მოკალათებული არიან დღეს სხვადასხვა თანამდებობაზე“, – განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, 17 სექტემბერს „ტვ პირველის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა პოლიტიკურ ოპონენტებთან და ოპოზიციასთან მიმართებით სუს-ის მხრიდან განხორციელებულ თვალთვალისა და მიყურადების ფაქტებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები