LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაშაძე: თუ „ოცნება“ 43 %-ს ვერ მიიღებს, გარანტიას გაძლევთ, რომ დასავლეთი ჩვენს გვერდით იქნება

40
image-2021-09-03-191909

„მესამე ძალა -სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ პარტნიორებიც ქართული საზოგადოების გადაწყვეტილების მოლოდინში არიან.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, თუ ხალხის განწყობა არ იქნება ისეთი, რომ „ აღარ გვინდა ასე ცხოვრება“, მაშინ დასავლეთის განწყობები ხელისუფლებას ვერ შეცვლის.

„ზუსტად ვიცი დასავლეთის განწყობაც, მაგრამ რაც მთავარია ეს იქნება ხალხის განწყობა, საქართველოს მოქალაქეების განწყობა, რომ ასე აღარ მინდა ცხოვრება. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ვერც ამერიკა და ვერც ევროპა ქართველი ხალხის ნაცვლად ვერ გააკეთებს ამას. ჩვენს ნაცვლად ხომ არ გააკეთებენ, ჩამოხსნიან ხელისუფლებიდან და დასვამენ ვიღაცას ხელისუფლებაში? – ასე ვერ მოხდება ვერცერთ შემთხვევაში, ამიტომ ჩვენ ჩვენი ხმა უნდა გავაგონოთ დასავლეთს.

დასავლეთში ელოდებიან 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, ხალხი რას იტყვის. 43% კი არა 30 როგორ უნდა აიღოს ასეთმა ხელისუფლებამ და აი, ამ შედეგს ელოდება აბსოლუტურად ყველა, დასავლეთიც.

ჩვენ ვაპირებთ ხალხს ავუხსნათ, რომ თუ ორპოლუსიანობის პარადიგმა არ შეიცვლება, არაფერი შეიცვლება. ჩემი აზრით, ახლა საზოგადოება სერიოზული დაკვირვების რეჟიმშია და ვფიქრობ, ბევრი სიურპრიზი გვექნება ამ არჩევნებზე. თუ ერთი და იგივე არჩევანს გააკეთებ, შედეგი არ შეიცვლება. არ უნდა წამოვეგოთ იგივე ხაფანგს, როცა „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობით“ აშინებს საზოგადოებას.

ქართულმა პოლიტიკამ არასერიოზული ელფერი შეიძინა. პარტნიორები შოკში არიან. ამას სერიოზულობა ხალხმა უნდა დაუბრუნოს და უპასუხისმგებლო პოლიტიკურ ძალას ხმა არ უნდა მისცეთ. ჩვენი ხმა უნდა გავაგონოთ დასავლეთს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები