რაგბის მსოფლიო თასის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე,ვასილ ლობჟანიძე მსოფლიო რაგბიმ   “წლის აღმოჩენის ” ჯილდოს ნომინანტთა შორის დაასახელა.ამ ნომინაციის გამარჯვებული 1-ელ ნოემბერს, “თვიქენჰემზე”, “მსოფლიო რაგბის” ყოველწლიურ დაჯილდოებაზე გამოვლინდება.

ამ პრესტიჟულ ნომინაციაზე სამი მორაგბე გახლავთ  წარდგენილი – შოტლანდიელი  მარკ ბენეტი, ახალზელანდიელი  ნეე მილნერ-სკადერი და ქართველი ვასილ ლობჟანიძე.

”წლის აღმოჩენა” ახალდაწესებული ჯილდოა,რომლის კრიტერიუმების მიხედვითაც, ნომინანტს უმაღლეს სანაკრებო დონეზე 1 წელზე მეტხანს არ უნდა ჰქონდეს ნათამაშები.

ვასილ ლობჟანიძის დებიუტი 2015 წლის “რაგბი ევროპის” ჩემპიონატზე 7 თებერვალს, გერმანიის წინააღმდეგ შედგა და მან ძალიან მალე მოახერხა გუნდში  საკუთარი ადგილის დამკვიდრება. ლობჟანიძემ მსოფლიო თასზე ჯგუფის ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი თემები