LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვეღარ ვხვდებით რა ხდება“ – ქიმიური იარაღით მოწამლული ქართველი ჯარისკაცების რაოდენობა გაიზარდა

531
საქართველოს შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 2022 წელს (11)

უკრაინაში ქართველი ჯარისკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც ქიმიური იარაღით მოიწამლნენ, დამძიმდა.

„პირველ ეტაპზე 6 კაცი ვიყავით, კლინიკაშიც და ჰოსპიტალშიც. მაგრამ ახლა  ჩივილები დანარჩენი ჯგუფის წევრებსაც აქვთ, ვინც ჩვენთან იყვნენ. ვეღარ ვხვდებით, რა ხდება. მგონი, მთელ ჯგუფი მოიწამლა, ყველას შეხვდა ქიმიური მოწამვლის რაღაც წილი.

ყელის სიმშრალე, წვა და ძალიან ცუდი გემო და უფრო სახსრების ტკივილი, რაც ახასიათებს, როგორც წავიკითხე ზარინით მოწამვლას, ყველაფერი ეს ნიშნები აღენიშნებათ.

ზარინით მოწამვლას რაც ახასიათებს, აბსოლუტურად ანალოგიური ჩივილები გვაქვს ყველა ჩვენგანს“. – ტვ პირველთან საუბარში ნადიმ ხმალაძე.

შეგახსენებთ, 57 წლის ნადიმ ხმალაძე უკრაინელებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის. მანამდე ბოლო ერთი წელი საქართველოში ანტისაოკუპაციო ხაზთან გაატარა, 365 დღე, ყოველდღე პატრულირებდა. იქ მიღებულ გამოცდილებას ახლა უკრაინაში იყენებს. პროფესიით ინჟინერი და ეკონომისტია, აქვს ბიზნესი.