LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ველოსიპედების გაქირავება – კახა კალაძეს სურს რომ სერვისი თბილისშიც დაინერგოს

kalaavelo

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, საზოგადოებას „ქარ შეარინგის“ პროქტი გააცნო და განაცხადა, რომ აღნიშნული სერვისის თბილისში დანერგვა აუცილებელია.

კახა კალაძემ, ამ ყველაფერზე „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა, კონკრეტულად ყურადღება კი ველოსპიედების გაქირავების პროექტზე გაამახვილა.

მან მაყურებლებს საცდელად ჩამოყვანილი ველოსიპედი აჩვენა და მისი მუშაობის პრინციპი გააცნო.

„ყველა განვითარებულ, თამაედროვე ქალაქში არის car sharing -ანუ შესაძლებელია ავტომობილის იჯარით აღება. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მივიდეს ცენტრში და იქირავოს ავტომობილი. ასევე არის ველოსიპედების ქირაობის სერვისიც. მეც ვსარგებლობ ამ სერვისით, როდესაც საზღვარგარეთ ვიმყოფები. კომფორტულია, იაფია და მგონია, რომ თბილისისთვის ამ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი იქნებოდა.

ამ ეტაპზე ველოსიპედებზე მინდა გესაუბროთ. საჩვენებლად ჩამოვაყვანინეთ ერთი ველოსიპედი და მაინტერესებს საზოგადოების აზრი, რამდენად საინტერესო იქნებოდა თქვენთვის ამ სერვისის დანერგვა,“ – მიმართა კალაძემ „ფეისბუქმომხმარებლებს“.

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ კარგი იქნება, თუ ამ პროექტით კერძო ბიზნესი დაინტერესდება. მისი თქმით, ამ შემთხვევაში ბიზნესი მერიის თანადგომას მიიღებს.

კალაძემ უფრო კონკრეტულადაც ისაუბრა სერვისის კომფორტზე და აღნიშნა, რომ ველოსიპედზე დამონტაჟებული საკეტის, ჯიპიეს სისტემის და QR კოდის მეშვეობით, მისი დატოვება მომხმარებელს ნებისმიერ ადგილას შეუძლია.

“მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ველოსიპედს აქვს ჩამკეტი. მას ვერ მოიხმარ, თუ არ ხარ დარეგისტრირებული, არ გაქვს გადმოწერილი აპლიკაცია და არ გაქვს ნაყიდი აბინიმენტი ან ერთჯერადი სარგებლობის თანხა არ გაქვს გადახდილი. GPS-ის მეშვეობით კონტროლდება სად გადაადგილდება ველოსიპედი, იმისთვის რომ არ მოიპარონ. ასევე, აღსანიშნავია, რომ მასზე დაყენებული საბურავები არ სკდება,” – აღნიშნა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები