LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერასდროს დაადებენ ბოქლომს ინსტიტუტებს – ბიუროს სხდომა ოპოზიციის გარეშე

131
sdraueru

პარლამენტში ბიუროს სხდომა მიმდინარეობს. ამ სხდომის გამართვას ეძღვნებოდა ყველაფერი ის, რასაც რუსთაველის გამზირზე მთელი დღის განამავლობაში უყურებდა მოსახლეობა. სხდომას არჩილ თალაკვაძე უძღვება. პარლამენტის თავმჯდომარემ გაჭრილი ბოქლომი და ჯაჭვი ბიუროს სხდომაზე მიიტანა და თქვა, რომ მას ოპოზიციას უბრუნებს, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები სხდომას არ ესწრებიან.

“ეს მათ უნდა შეინახონ, რათა ყოველთვის ახსოვდეთ, რომ ისინი მოქალაქეთა უფლებებს, სახელმწიფოს, საკუთრებას, მედიას და ინსტიტუტებს, ვერც პარლამენტს ბოქლომს ვეღარ დაადებენ”, — აღნიშნა თალაკვაძემ.

რაც შეეხება აქციის მონაწილეთა მოთხოვნას, თალაკვაძის განცხადებით, კვლავ ძალაშია გადაწყვეტილება, რომ პროპორციული წესით არჩევნები 2024 წელს ჩატარდება.

აქციის დაშლასთან დაკავშირებით კი თაკალვაძე ამბობს, რომ  შსს-მ აჩვენა, როგორი პასუხისმგებლიანია მოქალაქეების მიმართ.

სპეცრაზმის კოლონა პარლამენტისკენ დაიძრა – სპეცრაზმი აქციის მონაწილეთა პირისპირ

მისივე განმარტებით, სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება სცდება კონსტიტუციის მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლების ფარგლებს.

“ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ დღეს პოლიციელებმა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეძლეს, ეჩვენებინათ პირველ რიგში ჩვენი საზოგადოებისთვის, როგორ მოქმედებს სახელმწიფო, როგორი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება აქვს მას თითოეული მოქალაქის მიმართ, მათ შორის იმ მოქალაქეების მიმართ, რომელიც შესაძლოა, ამ მომენტში პროტესტს გამოხატავდეს გარკვეული გადაწყვეტილების გამო”

დაკავებულია 18 პირი - შსს

რას ედავება პოლიცია მშვიდობიანი აქციის დაშლის დროს დაკავებულ პირებს

პარლამენტარებმა საკანონმდებლო შენობაში შესვლა ცოტა ხნის წინ, მხოლოდ მას შემდეგ შეძლეს, რაც სპეზრამმა ჭავლის გამოყენებით, პარლამენტის პიკეტირებული შესასვლელები გაათავისუფლა და აქცია დაშალა.რობოკოპებმა პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს, მოგვიანებით კი რუსთაველის გამზირზე ჩავიდნენ და მიწოლით გაათავისუფლეს საავტომობილო გზა.

ასევე, პიკეტი მოხსნეს პარლამენტის შესასვლელებს.

სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს არბევს (ვიდეო)

რუსთაველის გამზირზე მობილიზებულმა სპეცრაზმის ჯგუფმა, ტერიტორია შეძახილების ფონზე დატოვა. რუსთაველის გამზირზე გზა უკვე გახსნილია. თავისუფლების მოედნის მიმდებარედ აქციის მონაწილეები გზის სავალ ნაწილზე სხედან. ამ წუთებში, აქციაზე მონაწილეები სიტყვით გამოდიან.

"მონებო" - რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმი შეძახილებით გაიყვანეს

ალეკო ელისაშვილი პატრულის მანქანაში ჩასვეს.

სამართალდამცავებმა კორდონი გააკეთეს, რათა აქციის მონაწილეებმა და ჟურნალისტებმა საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე არ გადაინაცვლონ. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ აქციის მონაწილეებს, რომლებიც გზის სავალ ნაწილზე სხედან, გზის გათავისუფლება მოსთხოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g