LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვერასდროს, ვერავინ გაიგებს, ვის მიეცით ხმა“ – „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნები ტარდება

140
Untitled design (2)

დღეს 10:00 საათიდან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები იწყება.

ხმის მიცემა ორ დღეს გაგრძელდება და არჩევნები 30 იანვარს, 10:00 საათზე დასრულდება.

არჩევნები ელექტრონული წესით ტარდება, თავმჯდომარეობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძვის – ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.

ნონა მამულაშვილი: სამწუხაროა, რომ ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა საარჩევნო კამპანია, ჩემი გამარჯვების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტიდან გამოვა

როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ კობა ნაყოფიამ განაცხადა, არჩევნებში მონაწილეობისთვის 50 000 ადამიანი დარეგისტრირდა:

„50 ათასამდე ადამიანია დარეგისტრირებული, ეს უპრეცედენტო რაოდენობაა.

10:00 საათზე მიეცემა სტარტი არჩევნებს. უკვე ხელმისაწვდომი იქნება ის გვერდი, რომლითაც შესაძლებელი იქნება ხმის მიცემა. მოვუწოდებდი ყველას, ვინც დარეგისტრირდა არჩევნებში, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა.

მინდა, დაგარწმუნოთ, რომ არჩევნები იქნება ფარული, ვერავინ ვერასდროს გაიგებს, მიიღეთ თუ არა თქვენ არჩევნებში მონაწილეობა და ვის მიეცით ხმა. ამის აბსოლუტური გარანტია არსებობს. ეს არჩევნები არის სრულად ფარული და წვდომა არავის აქვს. არჩევნები დასრულდება 30 იანვარს, 10:00 საათზე. შედეგები გამოცხადდება 30 იანვარს, ვვარაუდობთ, რომ 12:00 საათისთვის.

არჩევნების მსვლელობის დროს, „ნაციონალური მოძრაობა“ 12:00; 15:00; 18:00 და 21:00 საათზე საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას, როგორ მიდის არჩევნები და რამდენმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

სოფო ჯაფარიძე: არჩევნები სრულიად უადგილო იყო, მაგრამ რადგან ტარდება, მხარს ვუჭერ სიმართლეს, ანუ ნიკა მელიას

mazda magti 5g