LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერც „ევროპული საქართველოდან“ და ვერც ერთი სხვა პარტიიდან ცალკეული ადამიანის გადასაწყვეტი ვერ იქნება, რა უნდა მოხდეს მომავალში – არჩილ თალაკვაძე

148
არჩილ-თალაკვაძე

ვერც „ევროპული საქართველოდან“ და ვერც ერთი სხვა პარტიიდან ცალკეული ადამიანის გადასაწყვეტი ვერ იქნება, თუ რა უნდა მოხდეს მომავალში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. ის გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას, რომ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ დააფიქსიროს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ კოალიციაში არ შევლენ „ქართულ ოცნებასთან“.

„ეს არის ერთი კონკრეტული პარტიის და მისი ერთი ან ორი ლიდერის მხრიდან დანარჩენ ოპოზიციაზე მათი ხედვისა და დღის წესრიგის თავს მოხვევის მცდელობა. პირდაპირ გეტყვით, საზოგადოების დაკვეთაა, ჩატარდეს პროპორციული არჩევნები და არჩევნების შედეგების გათვალისწინებით გადაწყდეს, თუ ვინ აიღებს მმართველობაზე პასუხისმგებლობას, იქნება ეს ერთი გამარჯვებული პარტია ოპოზიციასთან ერთად, თუ იქნება პარტია, რომელიც საკმარის ხმებს მიიღებს ამისთვის. შესაბამისად, ვერც „ევროპული საქართველოდან“ და ვერც ერთი სხვა პარტიიდან, ვერც ერთი ცალკეული ადამიანის გადასაწყვეტი ვერ იქნება, თუ რა უნდა მოხდეს მომავალში. ეს არის მომავლის საქმე და ესაა არჩევნების გადასაწყვეტი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში არ შევიდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები