LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

292
თეკლა თალაკანძე

აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის განცხადებით, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გალის სოფელ ნაბაკევში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძე დააკავეს, რომელიც აფხაზური მხარის მტკიცებით, ქართული მხარის სასარგებლოდ აფხაზეთში ინფორმაციას აგროვებდა.

აფხაზეთის ე.წ უშიშროების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ვიდეომასალის თანახმად, რომელსაც თავის მხრივ, ქართული მხარე აფხაზეთის უსაფრთხოების და მისი სუვერენიტეტის საზიანოდ გამოიყენებდა.

დე ფაქტო უშიშროების სამსახურის განცხადებით, ამოღებული საკმარისი მტკიცებულებების გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქის მიმართ სისხლის სამართლის გამოძიება „ჯაშუშობის“ მუხლით დაიწყო.

ვიდეოში ჩანს, რომ დანაშაულის მტკიცებულებებად ნაჩვენებია საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, საბანკო ბარათი და ფურცლის ნაგლეჯზე ქართულ ენაზე დაწერილი ტექსტი, სადაც, სავარაუდოდ, მას გარკვეული მედიკამენტების შეძენას სთხოვენ.

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. უწყების განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძე.

მათივე ცნობით, უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება.

„საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით. საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს.“ – ნათქვამია სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g