LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ღმერთმა ამომირჩია ანიტას დედად, თქვენ მაძლევთ ძალას ფეხზე ვიდგე”

632
86864353-126680525387654-2138737204799733760-n (1) (1)

“არ მეგულება ქართველი ადამიანი, ვინც თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი არ გააკეთა ჩვენი გულისთვის – ლოცვით, ფინანსურად, უბრალოდ კეთილი სიტყვით თუ საქმით, ყველა გვერდში გვედგა,”- ამის შესახებ ანიტა ფაცაციას დედამ გადაცემაში “სხვა ნანუკა” ისაუბრა. მარიკო სადრაძემ სახელმწიფოსა და სრულიად საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხდა.

“ეს იყო უპრეცედენტო სიკეთის და თანადგომის მაგალითი… მინდა თითოეულ თქვენთაგანს დიდი მადლობა გითხრათ. თქვენ მაძლევთ ძალას ფეხზე ვიდგე და საერთოდ, ვისაუბრო…

ერთი წამით არ დამიშვია ეს ფინალი, ყველაფერი მქონდა განხილული. მინიმუმ 60 წელი მქონდა გათვლილი, ჩემი სიკვდილის შემდეგ რა უნდა გაეკეთებინა ისიც კი მქონდა გათვლილი. ბოლო დღეს როდესაც შევედი ექიმთან, მან მითხრა, რომ ძალიან მცირეა გადარჩენის შანსი და არც მაშინ დამიშვია რაიმე, მითხრეს ერთი პროცენტი და ვუთხარი, ჩვენ მას გადავაქცევთ ას პროცენტად. არავისთვის არ მითქვამს, გამოვედი და ყველას ვთხოვე ლოცვა დაეწყოთ…

მქონდა პროტესტი, მაგრამ მივხვდი, რომ ღმერთმა ნდობა გამომიცხადა, მან იცოდა, რომ მე ღირსეულად გადავიტანდი ამ ამბავს.შეიძლება სულელურად ჟღერდეს, მაგრამ დღეს უბრალოდ ვარ ბედნიერი, რომ ღმერთმა ამომირჩია ანიტას დედად, მე ვარ ამაყი…

ვტირი ხანდახან, დედა ვარ და მეპატიება, მაგრამ თქვენ არ იტიროთ ხალხო, ანიტასთან კავშირში არის მარტო სიკეთე, სიყვარული და მის გარშემო მთელი საქართველო ვართ გაერთიანებული. “

ანიტა მთელი ქვეყნისთვის დაიბადა, ზუსტად იმიტომ, რომ ბევრი ადამიანი დაეფიქრებინა - დეკანოზი შალვა კეკელია

“ანიტა ყველას შვილი გახდა. მას ეს მადლი, რომ არ ჰქონოდა ღვთისაგან, ესე ვერ იქნებოდა”- ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში ანიტას სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე თქვა. “ზუსტად იმიტომ დაიბადა ანიტა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დაეფიქრებინა. ამ ქვეყნად ყველა ადამიანს აქვს თავისი მისია, ზოგი ამას 80 წლის ასაკში ახერხებს, ზოგს 20 წელი სჭირდება… ანიტა […]

ანიტა ფაცაციას მშობლებმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.მარიკო სადრაძე საზოგადოებას, სპეციალურად ანიტასთვის შექმნილ ჯგუფში გაწევრიანებისაკენ მოუწოდებს.

“მინდა გთხოვოთ, რომ ანიტას ჯგუფს შემოუერთდეთ და ბევრი სიკეთე გავაკეთოთ. მე ანიტამ დამავალა, რომ მისი სახელით სიკეთე არასდროს არ დამთავრდეს. ეს თემა ჯერ დასახვეწია. ჩვენ არ გავჩერდებით. გავარგძელებთ მასშტაბურ აქციებს. ზოგი ამბობს, რომ ვეღარ ვუყურებ ამ ბავშვის ვიდეოს და ფოტოებსო. პირიქით, თავი არ აარიდოთ, ეს ბავშვი არის სოცოცხლის მაგალითი. მე ამაყი ვარ რომ ანიტას დედა ვარ“, – ამბობს ანიტას დედა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები