„დედა, გილოცავ დაბადების დღეს, ძალიან მიყვარხარ და მინდა სულ ბედნიერი იყო“,- ასე ჩაერთო გადაცემის „დილა მშვიდობისა საქართველოს“ პირდაპირ ეთერში, იუბილარ თიკა ფაცაციას შვილი, ანდრო ანთელიძე ლიეტუვიდან.
შვილის გამოჩენა მოულოდნელი აღმოჩნდა თიკა ფაცაციასთვის. ტელეწამყვანმა ემოციებისგან თავი ვერ შეიკავა და მონატრებულ შვილს საჯაროდ მადლობა გადაუხადა.
„კი არ ვტირი, უბრალოდ, ხმა მაქვს გაბზარული.. ძალიან მენატრები დე, მიყვარხარ, სიურპრიზების და ჩემი ცხოვრების კულმინაცია ხარ, ჩემი ემოციის ყველანაირი მწვერვალი ხარ“, – თქვა თიკა ფაცაციამ.
? თიკა ფაცაციას უფროსი ვაჟის ჩართვა – ანდრო ანთელიძის სიურპრიზი დედას
? თიკა ფაცაციას უფროსი ვაჟის ჩართვა – ანდრო ანთელიძის სიურპრიზი დედას
Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on სამშაბათი, 18 ოქტომბერი, 2022
ყველასთვის ცნობილ და საყვარელ ტელეწამყვანს, თიკა ფაცაციას დღეს, 18 ოქტომბერს 41 წელი შეუსრულდა. მან დილიდან უკვე უამრავი მილოცვა მიიღო, როგორც ნაცნობებისგან, ისე უცნობებისგან.