LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ანჯელინა ჯოლი ლვოვში ჩავიდა – მსახიობი ერთ-ერთ კაფეში შეამჩნიეს

1296
BeFunky-collage (1)

ჰოლივუდის მსახიობი, იუნისეფი-ს კეთილი ნების ელჩი, ანჯელინა ჯოლი უკრაინას ეწვია.

ვარსკვლავი ლვოვის ერთ-ერთ ყავის მაღაზიაში დააფიქსირეს.

ვიდეოს უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ მსახიობი, რომელიც უკრაინის ერთიანობისთვის ლოცულობდა, კიევში ჰუმანიტარული მისიით ჩავიდა.

 

 

მსახიობის ვიზიტის კადრები გაავრცელა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომაც.

“ის უკ­რა­ი­ნას ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მი­სი­ით სტუმ­რობს, რო­გორც გა­ე­როს სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ლტოლ­ვილ­თა სა­კი­თხებ­ში. მიირთვით ყავა, ან­ჯე­ლი­ნა, გემ­რი­ე­ლია” – წერს ანტონ გე­რა­შენ­კო.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, ანჯელინა ჯოლიმ რომის ერთ-ერთ პედიატრიულ საავადმყოფოში უკრაინიდან ევაკუირებული ბავშვები მოინახულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები