LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩემს ძმასაც რომ ჰქონდეს 7 მილიონი მიღებული საპარტნიორო ფონდიდან, შეიძლება, მეც წყნარად ვყოფილიყავი“ – ცხარე კამათი უცნობსა და ზურა ჯაფარიძეს შორის

687
BeFunky-collage

 „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერ, ზურა ჯაფარიძესა და გადაცემის “უცნობის კიდობანი” წამყვანს შორის კითხვა-პასუხი ცხარე კამათში გადაიზარდა.

კამათი მოჰყვა ზურა ჯაფარიძის განცხადებას. კერძოდ, ჯაფარიძემ გია გაჩეჩილაძეს გადაცემის მსვლელობისას უთხრა, რომ მისმა ძმამ 7 მილიონი მიიღო სახელმწიფოსგან, რაც გაჩეჩილაძემ უარყო. დასარწმუნებლად ჯაფარიძემ მას დაუგუგლა.

“ჩემი ძმის ამბავი მე თუ არ ვიცი შენ იცი ჩემზე კარგად?”, — ჰკითხა მან ჯაფარიძეს.

 

სანამ ცხელია:)

Posted by Zurab Girchi Japaridze on ორშაბათი, 19 სექტემბერი, 2022

 

“ჩემს ძმასაც რომ ჰქონდეს 7 მილიონი მიღებული საპარტნიორო ფონდიდან, რომელსაც არ სთხოვენ და აჩუქებენ, შეიძლება, მეც წყნარად ვყოფილიყავი, მაგრამ არ ვარ”, – თქვა ჯაფარიძემ.

დავაგინო ახლა დედა შუა გადაცემაში? 7 მილიონი აქვს მიღებული? ტყუილს იძახი”,- უთხრა გაჩეჩილაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g