LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ჟანრი ლოლაშვილის გამონათქვამები, რომლებიც ცხოვრებაზე დაგაფიქრებთ

659
janrilolashvilinewsss

“რუსთავი 2″–მა ცნობილი მსახიობისა და მხატვრის, ჟანრი ლოლაშვილის საინტერესო პორტრეტი შემოგვთავაზა, რომელმაც სოცქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

ჟანრი ლოლაშვილი ტელეკომპანიამ საკუთარ სახელოსნოში ჩაწერა, ნახატების გარემოცვაში. ვიდეოში მსახიობი საინტერესო თემებზე საუბრობს.

ჟანრი ლოლაშვილი:

სიტყვა მიზანდასახული მე მაშინებს, მიზანდასახული ადამიანი… სერიოზულებიც მაგიჟებენ.

ყველაზე ძალიან მეშინია საკუთარი თავის, რომ არ გავგიჟდე და ვიღაცას თავში არ დავცხო. თვითონ ადამიანი თავისთავად არის შიში.

თავისუფლება არის ბავშვობა, ყრმობა, მაგრამ მერე იქ იწყება აკრძალვები, რა შეიძლება, რა – არა. ვითომ სიზმარი არ ჰყოფნის ადამიანს, რომ არ დათრგუნო, კიდევ ჭკუა არ ასწავლო და კანონები არ დაუწესო.

ორშაბათობით სულ შატალოზე ვეგდე, განსაკუთრებით ორშაბათობით, რადგან ახალი ფილმი გამოდიოდა. ყოველთვის ვიყავი ილუზორულ სამყაროში ჩართული, ამდენად ჩემთვის მომაკვდინებელი იყო მარწუხები, ჩარჩოები, გაკვეთილები და 45–წუთიანი ტაიმერები. არასოდეს მიყვარდა და გავრბოდი, ჟარგონზე რომ ვთქვათ, ვითესებოდი. ცხოვრებას გაჰყვები და თვითონ გიკარნახებს, მაგრამ ზემოდან რომ გასწავლიან რაღაცას და ქვემოდან , ეს საშინელებაა.

არის ბევრი რაღაც, რაც უნდა გამოიცვალოს. 800–კაციანი ქელეხი, ქორწილი, რა დებილობაა.. რაღაც სისულელეებია. ჩემთვის ცოტა სხვანაირია ცხოვრება.

ერი ჩამოყალიბდა მაზოხისტურ ერთეულად, ტელევიზორებს ეჩხუბებიან, რა დღეშია საზოგადოება. რაც შეიძლება ბევრი ურთიერთობაა საჭირო. სისულელეებით ცხოვრობს ადამიანი. არაერთხელ მითქვამს, ნუ ხართ ასეთი ჩახურული სერიოზულები. ადამიანი იღლება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვა უარი ურთიერთობაზე. ეს არის მთავარი წამალი. გაღიმებული სახით ადამიანთან ურთიერთობა და ძალიან მოკრძალებულად მოსმენა, გულისყურიანად, ეს კარგი ქართული სიტყვაა…

რევერანსები საჭიროა, ხალხო. პრესტიჟი არ დაგივარდებათ. პატივი ეცი ადამიანს, შენს მსგავსს. ის შენნაირია ან შეიძლება, შენზე უკეთესი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g