„დილა მშვიდობისა საქართველო“ დაინტერესდა, როგორ ემზადებოდნენ ცნობილი სახეების, გიგი დედალამაზიშვილის, სალომე ბაკურაძის, ირაკლი ნოზაძის შვილები პირველი სასწავლო წლისთვის.
„ძალიან მაინტერესებს, რას ვისწავლი სკოლაში, რას გავაკეთებ, რას გამოვძერწავ, რით გავერთობი და ასეთი რაღაცები“, ამბობს ირაკლი ნოზაძის ქალიშვილი, ნიაკო „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.