LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “ძლიერი და ლამაზი ირანელი ქალებისთვის” – ხატია ბუნიათიშვილი ვიდეოს აქვეყნებს

283
BeFunky-collage (1)

ცნობილი ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი “ინსტაგრამზე” ირანელი ქალების მხარდამჭერ ვიდეოს აქვეყნებს.

“ძლიერი და ლამაზი ირანელი ქალებისთვის”, – ამბობს ვიდეოში ხატია ბუნიათიშვილი.

 

ცნობისთვის, ირანში 22 წლის ქალის მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო საპროტესტო გამოსვლები გაიმართა.

ირანელი უფლებადამცველი გოგო, 22 წლის მაჰსა ამინი ირანში მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც იგი მორალის პოლიციამ „თავსაბურავებთან დაკავშირებული მკაცრი წესების დარღვევის“ ბრალდებით დააკავა.

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, დაკავების შემდეგ, მას პოლიციელებმა ფურგონში სცემეს. პოლიცია ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ამინის „მოულოდნელად გულთან დაკავშირებული პრობლემები“ გაუჩნდა.

თავად ახალგაზრდა გოგოს ოჯახი კი ამბობს, რომ მაჰსა ჯანმრთელი იყო და არაფერი აწუხებდა. ცნობილია, რომ 22 წლის გოგო გარდაცვალებამდე კომაში იყო.

 

ამავე თემაზე:

„არ მინდა მოვკვდე“, „თავისუფლება ქალებს“ – ირანში ქალების საპროტესტო აქციები გრძელდება

„სიკვდილი დიქტატორს“ – ირანში აქციაზე ქალებმა ჰიჯაბები დაწვეს

ქალების წინააღმდეგ ძალადობის გამო, აშშ-მა ირანის მორალის პოლიციასა და რამდენიმე მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g