LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ეს იქნება ჩემი ნამდვილი მეკვლე ამ სახლში…” – ხატია შამუგიამ ძვირფასი საჩუქარი მიიღო

721
BeFunky-collage

ცნობილი წამყვანი და პიარის სპეციალისტი, ხატია შამუგია წინასაახალწლო სამზადისის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ახალი წლის ატრიბუტს უკვე შეურჩია მთავარი გმირი. გარდა ამისა, როგორც ხატია შამუგია ამბობს, წელს მან ყველაზე ძვირფასი საჩუქარიც მიიღო, რომელიც მისი სახლის კედელს ამშვენებს.

„ახალ სათამაშოს ყოველ წელს ვყიდულობ. წლევანდელი ნაძვის ხის მთავარი გმირი ულამაზესი ვეფხვია, თავისი ულამაზესი გვირგვინით და რა თქმა უნდა, პატარა ვეფხუშკებიც შევიძინე, რომელთაც დავკიდებ აქა-იქ.

ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, რომლითაც შევხვდები ვეფხვის წელს არის ბატონი ზურა გომელაურის ნახატი, ეს იქნება ჩემი ნამდვილი მეკვლე ამ სახლში, რადგან პირველად იქნება ახალ წელს ჩემთან ერთად.

ვის ოჯახშიც შევედი მეკვლედ, ყველას წარმატებული და ბედნიერი წელი ჰქონდა,თუმცა მგონია, რომ მეკვლეობა მაინც დიდი პასუხისმგებლობაა“, – ამბობს ხატია შამუგია.

ფოტოგალერეა: როგორი ნაძვის ხეებით ხვდებიან ცნობილები 2022 წელს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები