LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ეს იყო აბსოლუტურად გააზრებული დამალვა” – ვინ არის მაკა შალიკაშვილის ქმარი, რომელსაც 6 წლის განმავლობაში მალავდა

69074
BeFunky-collage (10)

ცნობილი მსახიობი მაკა შალიკაშვილი გადაცემა „ფარული კონვერტის“ სტუმარი იყო.

მაკამ გადაცემაში საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა.

როგორც მსახიობმა აღნიშნა, უკვე 6 წელია გათხოვილია, ამ ფაქტს კი ის საგულდაგულოდ მალავდა.

„ეს იყო აბსოლუტურად გააზრებული დამალვა. იმიტომ, რომ ამას ჰქონდა ძალიან ბევრი მიზეზი.

როგორც გენიალურმა პოეტმა თქვა:“სიყვარულსა მალვა უნდაო…“ ეს ფრაზები ვიცით და მხოლოდ საზეპიროები გვგონია. მართლა უნდა სიყვარულს მალვა და მე ამას მივხვდი ჩემს ცხოვრებაში. სხვათა შორის მისი სურვილიც იყო ეს, მე დავეთანხმე და შევუსრულე თხოვნა…

მე ვიტყვი შენთან ეთერში, მაგრამ ამ საკითხზე მეტს აღარსად აღარ ვილაპარაკებ, ვინც არ უნდა მომმართოს, აღარ ვაპირებ ამის გამეორებას და დეტალების ჩაღრმავებას…..

მე 6 წელია ვარ გათხოვილი, მყავს ქმარი. ჩემი ქმარი არის რეჟისორი ირაკლი ყაჭეიშვილი, არაჩვეულებრივი ადამიანი, უნიჭიერესი, როგორც პროფესიონალი, ასევე როგორც ადამიანი.

ჯვარიც გვაქვს დაწერილი. მამა ადამ ახალაძემ დაგვწერა ჯვარი იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში. როცა ჯვარი დავიწერეთ, მაშინ წირვა იყო და იმდენად იყო ყველაფერი გასაიდუმლოებული და დაცული, რომ დაველოდეთ, რომ არცერთი ადამიანი არ დარჩენილიყო ტაძარში და ძალიან ჩუმად, გასაიდუმლოებულად, კონფიდენციალურად მოხდა ჩვენი ჯვრისწერაც კი,“-აღნიშნა მაკა შალიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g