LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა შალიკაშვილი: „ძალიან მადლიერი ვარ ჩემი ყოფილი მეუღლის დედის და ბებიის, რომლებმაც უზარმაზარი წვლილი შეიტანეს ჩემი შვილის გაზრდაში…“

712
მაკა შალიკაშვილი

მსახიობი მაკა შალიკაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ ჰყვება, როგორ დაეხმარა დედამთილი ქალიშვილის, თინანოს გაზრდაში და მის მიმართ მადლიერებას გამოხატავს:

„ძალიან მადლიერი ვარ ჩემი ყოფილი მეუღლის დედის და ბებიის, რომლებმაც უზარმაზარი წვლილი შეიტანეს ჩემი შვილის გაზრდაში. ოჯახის ყველა წევრს დიდი წვლილი მიუძღვის თინანოს აღზრდაში, მაგრამ ბებიას, მაია მაცაბერიძეს – განსაკუთრებული. ჩემი ყოფილი მეუღლის ბებია, ციალა ჩხაიძე, 80 წლის იყო, მაგრამ თინანოს აბანავებდა და უვლიდა. მამიდებს, სალომეს და გვანცას, მთელი ღამეები არ ეძინათ, ჩემი შვილი რომ პატარა იყო, სულ მის მოვლაში იყვნენ. მოკლედ, მთელი ოჯახი ფეხზე იდგა…“

მსახიობის ქალიშვილი, თინანო ამბობს, რომ ის მამის ოჯახში ცხოვრობს და ეს გადაწყვეტილება თავად არ მიუღია:

„მამის ოჯახში ცხოვრება ჩემი გადაწყვეტილება არ იყო. უბრალოდ, ასე მოხდა. მამაჩემის დედასთან რაღაც განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს. ვაბალანსებ ყველაფერს. დედასთანაც დიდ დროს ვატარებ და მამასთანაც…“

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები