LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “გია როინიშვილს აჩუქეს მანქანა, კარგი მძღოლი ვარო და წავიდა…მოყვა ავარიაში” – ბიძინა ბარათაშვილის სახალისო ისტორია

1165
BeFunky-collage - 2022-11-08T003430.004

სპორტული ჟურნალისტი ბიძინა ბარათაშვილი გადაცემაში “მხოლოდ ლელასთან” მსახიობ გია როინიშვილთან დაკავშირებულ სახალისო ისტორიას იხსენებს.

როგორც ბიძინა ჰყვება, ამბავი შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევას.

“გია როინიშვილს, შესანიშნავ მსახიობს, მანქანა აჩუქეს. ძალიან კარგი მძღოლი ვარო, წავიდა და როგორ ავარიაში მოჰყვა იცით? თვითონ სანაპიროზე რაღაცას დაეჯახა, უკნიდან და წინიდან დაეჯახნენ, ასევე ზემოდანაც რაღაც დაეცა, დააზიანა ჩინელი და თავად როგორ გადარჩა არ ვიცი.

ტრაგიკულად ზის ტახტზე და ვითომ თავის ბრალი არ იყო. მოვედით მე და გია ტოგონიძე მეგობრის სანახავად. ვეკითხებით, რას აპირებ მანქანასთან დაკავშირებით. ამბობს ეს მანქანა 4 000 დოლარად უნდა გავყიდოო. მითხრა: ოთხივე კარებია დაზიანებული და ყველა ბორბალი გასკდაო. ყველაფერს ოთხივეს იძახდა. ჭერი ცოტა ჩაღუნულიაო. “კრილოები” გამოსაცვლელიაო.

წინ და უკან “ბამპერები” მოსძვრაო. ვეუბნები, რას ყიდით, მანქანაში არაფერი აღარ დარჩა მეთქი. თან მეუბნებიან შენთან ლაპარაკი არ შეიძლება, ვერაფერს გაგებინებთო”, – საუბრობს ბიძინა ბარათაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები